სხვა

13:49 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

IOC ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას აკვირდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ავღანეთში შექმნილ ვითარებას აკვირდება და კავშირზეა ქვეყნის სპორტულ საზოგადოებასთან.

ქვეყნის ხელისუფლებაში მოძრაობა თალიბანის მოსვლის შემდეგ, ავღანეთის ნაკრებმა ტოკიოს პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"IOC შექმნილ მდგომარეობას აკვირდება და კავშირს ინარჩუნებს ავღანეთის სპორტულ საზოგადოებასთან. ამავდროულად, შესაბამისი ინფორმაცია გადავუგზავნეთ რიგ პასუხისმგებელ მთავრობებს. დაინტერესებულ პირთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე შემდგომ კომენტარებისგან თავს შევიკავებთ," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

ავღანეთში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა თალიბანმა ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების, მათ შორის - დედაქალაქ ქაბულის დაკავებით, ქვეყანაზე სრული კონტროლი აიღო.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლა, ადრეული გამოცდილებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მღელვარებას იწვევს. 1996-2001 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში თალიბანი იყო, ქალებს სპორტში ვარჯიში ეკრძალებოდათ. ამ წესის დამღრვევთათვის გათვალისწინებული იყო სასტიკი სასჯელი, მათ შორის - სიკვდილით დასჯაც კი.

IOC-მა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის გამო, ავღანეთი სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.226186