ფეხბურთი

13:26 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩი „ბარსელონას“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს

„ბარსელონას“ ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს და „იუვენტუსში“ დაბრუნდება - გვამცნობს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

„პიანიჩს „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და ბიანკონერის წინადადებას ელის. მისი აგენტი, ფალი რამადანი იტალიაში იმყოფება და ტურინულ კლუბთან საუბრობს. პიანიჩი „ბარსელონას“ ამ ზაფხულს დატოვებს.“ - წერს სკირა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბოსნიელი „იუვენტუსიდან“ „ბარსელონაში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

0.119201