ფეხბურთი

12:24 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მატიუიდი კარიერის დასრულებას აშშ-ში გეგმავს

„ინტერ მაიამის“ ნახევარმცველმა, ბლეზ მატიუიდიმ აღიარა, რომ ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს და კარიერას ამერიკულ MLS-ში დაასრულებს.

„აღარ მინდა საფრანგეთში დაბრუნება (იცინის), ეს ხუმრობით. სერიოზულად კი აშშ-ში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მინდა აქ წლების განმავლობაში დავრჩე და ოჯახთან ერთად კარგი დრო გავატარო. კარიერასაც MLS-ში დავასრულებ.“ - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Eurosport.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მატიუდი „ინტერ მაიამიში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა „იუვენტუსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მანამდე ის ექვსი წლის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა. 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.115205