ფეხბურთი

11:21 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდუ სილვა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს Sports IIIustrated.

27 წლის მოთამაშე ესპანური პრიმერას გუნდში ფიქრობს კარიერის გაგრძელებას. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „ქალაქელებს“ სილვას ერთ-ერთ ფეხბურთელში გაცვლას სთავაზობდა, მაგრამ „სიტი“ მხოლოდ პორტუგალიელის გაყიდვაზეა თანახმა.

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108219