ფეხბურთი

10:25 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ „არსენალთან“ სათამაშოდ მზადაა

„ჩელსის“ ახალწვეულმა, რომელუ ლუკაკუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვირას, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, „არსენალის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.

„წინასასეზონო პერიოდში ყოველდღე ვვარჯიშობდი და შესანიშნავ ფორმაში ვარ. ახლა უკვე გუნდთან ერთად ვმუშაობ და მოუთმენლად ველი „არსენალთან“ მატჩს. თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, სათამაშოდ მზად გახლავათ.“ - ციტირებს 28 წლის ბელგიელი შემტევის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

12 აგვისტოს ლუკაკუმ ჩელსისთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კვირაში 325 ათასგირვანქიანი ხელფასით. არისტოკრატებმა „ინტერს“ მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა (100 მილიონ 145 ათასი ევრო) გადაუხადეს, რაც ჩელსისთვის სატრანსფერო რეკორდია.

0.124189