სხვა

2:17 | 19.08.2021 | ნანახია 1936 - ჯერ

ფილიპსენმა ვუელტაზე კიდევ ერთი ეტაპი მოიგო

ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა ვუელტა ესპანიას მეხუთე, სპრინტერული ეტაპი მოიგო, ესტონელი რაინ ტაარამაე კი დაეცა და ლიდერობა ფრანგ კელი ელისონდეს გადააბარა. ფილიპსენისთვის ეს წლევანდელ ვუელტაზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა.

ალბასეტეში დასრულებული მეხუთე ეტაპის მიწურულს, ფილიპსენმა (ალპესინ-ფენიქსი) ფინიშთან მცირედით მიასწრო წინა ეტაპის გამარჯვებულს, ჰოლანდიელ ფაბიო იაკობსენს (დესონინკ-ქვიკ-სტეპი). ფილიპსენმა პირველი გამარჯვება მეორე ეტაპზე მოიპოვა.

ტაარამაეს (ინტერმარკე-ვანტი) ზედიზედ მეორე ეტაპზე შეემთხვა ინციდენტი. ამჯერად ფინიშამდე 8 კილომეტრით ადრე დაეცა და რბოლას კი დაუბრუნდა, მაგრამ ორ წუთზე მეტი დაკარგა. რა თქმა უნდა, ლიდერის წითელი მაისურიც ხელიდან გაუშვა.

„ამჯერადაც იღბლიანი წაქცევა იყო, იღბლიანი იმიტომ, რომ ტრავმას გადავურჩი. კარგი პოზიციის დაკავებაც ვცდილობდი, როცა ჩემ წინ დაეცნენ. უკან მყოფებმა გვერდი ამიარეს, მე კი ჩავრჩი. დასაბრუნებლად წუთები დამჭირდა“, - განაცხადა ვეტერანმა ესტონელმა.

ელისონდე (ტრეკ-სეგაფრედო) შეჯახებას გადაურჩა და მოგებულიც დარჩა. თუმცა მისი ლიდრობა მყარი არაა, რადგან მისგან ხუთ წამშია ვუელტას ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი.

მეექვსე ეტაპი სამთოა და დიდი ალბათობით, მასზე ლიდერი ისევ შეიცვლება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:15 | 13.01.2015
RMA FANS (3925)

წადი მილანში იდიალურია შენთვის

16:43 | 13.01.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ვერ განვიტარდააააააააააააააააააა

15:54 | 13.01.2015
CR7NOLE (15561)

ამას რეალში დარჩენის იმედი ხომ არ აქვს?

16:08 | 13.01.2015
BEERTRANCE (97819)

რეალში შეიძლება არა, მარა ევროპაში ნამდვილად შეუძლია თამაში

0.363511
1936