ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი „ნიკე“ ჩაერთო, რომელიც ენსხედეს „ტვენტეს“ დაუპირისპირდა.
მატჩმა ნიდერლანდელთა უდიდესი უპირატესობით ჩაიარა და ეს ანგარიშშიც აისახა - 0:9. პირველივე ტაიმში პოკერი შეასრულა ფენა კალმამ, რომელმაც შეხვედრის ბედი პრაქტიკულად მარტომ გადაწყვიტა.
ნიკე მეცხრე ჯგუფში თამაშობს და 21 აგვისტოს მეორე მატჩს მესამე ადგილისთვის ჩაატარებს ამავე ჯგუფის მეორე წყვილში დამარცხებულ ირლანდიურ „პემონტ იუნაიტედთან“, რომელიც სერბულ „სუბოტიცა სპარტაკთან“ 2:5 დამარცხდა.







