ფეხბურთი

22:36 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კენედის კონტრაქტი გაუხანგრძლივა და "ფლამენგოში" გაანათხოვრა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კენედიმ ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა და 2021/22 წლების სეზონს იჯარის წესით "ფლამენგოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური და ბრაზილიური კლუბების ოფიციალურმა ვებგვერდებმა გაავრცელეს. "ფლამენგომ" გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და ერთი სეზონის შემდეგ შეეძლება მოთამაშე 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოფიციალურად დაიმატოს.

კენედი "ჩელსიმ" 2015 წელს "ფლუმინენსედან" დაიმატა. მას შემდეგ ბრაზილიელი იჯარის წესით ოთხჯერ იყო განათხოვრებული. გასული სეზონი სამხრეთამერიკელმა "გრანადაში" გაატარა და 44 შეხვედრაში თავი რვა გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13986