"სევილიას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალეიშ ვიდალი კარიერას "ესპანიოლში" გააგრძელებს. როგორც ბარსელონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 31 წლის მოთამაშე "ესპანიოლს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ალეიშმა გასულ სეზონში "სევილიას" მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. წლების განმავლობაში ვიდალი ანდალუსიელების გარდა "ბარსელონაშიც" თამაშობდა და ამ გუნდის რიგებში ჩატარებულ 51 მატჩში თავი 4 გოლით და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.