"ფრაიბურგის" აწ უკვე ყოფილი, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბატისტ სანტამარია კარიერას "რენიში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საყრდენმა ნახევარმცველმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელია. გერმანელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო მიიღეს.
სანტამარიამ საფეხბურთო კარიერა "ტურის" აკადემიაში დაიწყო და პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა. 2016 წელს ბატისტი "ანჟემ" დაიმატა, ხოლო 2020 წელს "ფრაიბურგმა" ფეხბურთელის ტრანსფერში 10 მილიონი გადაიხადა. გასულ სეზონში სანტამარიამ 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.