ფეხბურთი

20:27 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ჟეზუსი დაიმატა

ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუან ჟეზუსი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. როგორც ნეაპოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელი "ნაპოლის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჟეზუსი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "რომას" ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ 102 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. "რომამდე" ფეხბურთელი მილანის "ინტერში" თამაშობდა.

0.099583