ჭიდაობა

19:01 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველომ უმედლოდ დაასრულა

რუსეთის ქალაქ უფაში გამართული ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი თავისულ ჭიდაობაში ძალზე წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.

86 კგ წონით კატეგორიაში დავით კოღუაშვილს ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა. მან ნახევარფინალში გასვლა შეძლო მას მერე, რაც გვატემალელ სესარ ესტრადასა (13:2) და ამერიკელ კოლტონ ჰოუკსს (11:9) აჯობა, ხოლო ფინალში ვეღარ გავიდა, რადგან ირანელ ამირჰოსეინ ფირუზპურბანპეისთან 4:14 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის დავითი რუს ისლამ კარტოევს დაუპირისპირდა და 6:9 დამარცხდა, რის შედეგადაც მედალს ვერ დაეუფლა.

ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე ასპარეზობდნენ ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), ომარ გაზაშვილი (61 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ), გიორგი ჩიხრაძე (125 კგ), გიორგი ჭოლაძე (65 კგ), დავით ფაცინაშვილი (70 კგ), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ), მაგრამ მედალი ვერცერთმა მოიპოვა.

20-22 აგვისტოს უფაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდება.

0.118379