ფეხბურთი

16:16 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ედეგორის შეძენასთან ახლოსაა

ლონდონის „არსენალი“ ახლოსაა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ მარტინ ედეგორის შეძენასთან. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა The Guardian-ი წერს.

ლონდონელები ნორვეგიელ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს გადაიხდიან და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ნიჭიერი შემტევი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის და მადრიდული გრანდიდან მისი წასვლა გადაწყვეტილია.

მარტინ ედეგორმა გასული სეზონი „არსენალში“ იჯარით გაატარა და 14 მატჩში თავი ერთი გოლით და ორი საგოლე პასით გამოიჩინა.

0.176453