ესპანური „სევილიას“ ნახევარმცველმა ალეხანდრო (პაპუ) გომესმა ბერგამოს „ატალანტაში“ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან მომხდარ კონფლიქტზე დეტალურად ისაუბრა.
გომესმა ესპანურ მედიას უამბო „ატალანტას“ დატოვების მიზეზი და ფიქრობს, რომ ამ კონფლიქტში დამნაშავე არ იყო, რადგან გასპერინი მის ცემას აპირებდა.
„არასწორად მოვიქეცი, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩში არ დავემორჩილე ტაქტიკურ მითითებებს. პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი და მწვრთნელმა მთხოვა მარჯვნივ გადავსულიყავი, მე კი მარცხნივ ძალიან კარგად ვმუშაობდი, ამიტომ ვუთხარი - არა. ამგვარმა პასუხმა, მატჩის შუაში, კამერების წინაშე, მისთვის იდეალური სიტუაცია შექმნა გაბრაზებისთვის. იმ მომენტში მივხვდი, რომ შესვენებაზე შემცვლიდა და ასეც მოხდა. თუმცა, გასახდელში ზღვარს გადავიდა და სცადა ჩემზე ფიზიკური შეტევა. შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ფიზიკური აგრესია დაუშვებელია. ამიტომ, ვითხოვე შეხვედრა პრეზიდენტ ანტონიო პერკასისთან და ვუთხარი, რომ წინსვლისთვის პრობლემა არ მექნებოდა. მივხვდი, რომ ვცდებოდი და როგორც კაპიტანი სწორად არ მოვიქეცი, ცუდი მაგალითი ვიყავი მწვრთნელის დაუმორჩილებლობის გამო, მაგრამ ასევე ვუთხარი მას, რომ მინდოდა გასპერინის ჩემთვის ბოდიში მოეხადა.
მეორე დღეს შეხვედრა იყო მთელ გუნდთან. ბოდიში მოვუხადე მწვრთნელს და თანაგუნდელებს ინციდენტისთვის, მაგრამ მისგან ბოდიში არ მიმიღია. ეს როგორ უნდა გამეგო? მე შევცვდი და ის სწორად მოიქცა? ყველაფერი აქედან დაიწყო. რამდენიმე კვირის შემდეგ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ აღარ მსურდა „ატალანტაში“ გასპერინისთან მუშაობა. მიპასუხა, რომ არ გამიშვებდა და ყველაფერი დაპირისპირებში გადაიზარდა, რის გამოც მე დავზარალდი და გუნდს ჩამომაშორეს, მეორე გუნდთან ვვარჯიშობდი.
ეს ძალიან ცუდი იყო ყოველივე იმის შემდეგ, რაც მე კლუბისთვის გავაკეთე. ისინი ცუდად მოიქცნენ, პრეზიდენტს გამბედაობა არ ეყო, რომ მწვრთნელისთვის ეთქვა, ჩემთვის ბოდიში მოეხადა. ასე დამთავრდა ყველაფერი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რადგან ჩემთვის იტალიური ფეხბურთის კარიც დაიხურა. მათ სურდათ ჩემი სხვა იტალიურ გუნდში გაშვება, რადგან ამბობდნენ, რომ ასე მეტოქეს გააძლიერებდნენ. მადლობა ღმერთს „სევილია“ დამიკავშირდა და მომეცა საშუალება თამაში ევროპაში მაღალ დონეზე გამეგრძელებინა, რათა კოპა ამერიკაზე წავსულიყავი, ეს ჩემი მთავარი მიზანი იყო.
ხალხმა არ იცის რა მოხდა, ამაზე მხოლოდ ახლა ვისაუბრე. ვფიქრობ, „ატალანტას“ განზრახვა იყო ყველაფერი ჩემთვის დაებრალებინათ, მაგრამ ხალხი იმსახურებს, რომ სიმართლე იცოდეს. ბევრი ადამიანი გაბრაზდა ჩემზე, რადგან ფიქრობენ, რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. დროა, ხალხმა სიმართლე იცოდეს“, - თქვა პაპუმ.
არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებას გასპერინიმ უპასუხა, რომელმაც იტალიურ მედიას უთხრა, რომ გომესი თვიტონ იწევდა საცემრად: „გომესის საქციელი და დამოკიდებულება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, მწვრთნელისთვის და თანაგუნდელებისთვის მიუღებელი იყო. ფიზიკური აგრესია მისგან წამოვიდა, არა ჩემგან, მაგრამ ბერგამოდან მისი წასვლის რეალური მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან უპატივცემულო დამოკიდებულებაა. იმედი მაქვს, რომ გომესზე მხოლოდ იმის მიხედვით ვისაუბრებთ, რაც მან „ატალანტასთვის“ გააკეთა“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ პაპუ გომესი „ატალანტაში“ 2014-2021 წლებში თამაშობდა და 252 მატჩში 59 გოლი გაიტანა. „სევილიაში“ კი დღემდე 24 მატჩი ჩაატარა და თავი სამჯერ გამოიჩინა. არგენტინის ნაკრებში მას მხოლოდ 7 თამაში აქვს ჩატარებული და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის, ივნისში, კოპა ამერიკაზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დზალიან მეწყინება ტუ ასეტი შედეგი დაუდგება ზესტას, მაშინ კოკაია ყვე----ბიტ უნდა დაკიდონ ფეროს ტრუბაზე.
ის რაც ზესტაფონში ხდება ყველაფერი კოკაიას დამსახურებაა. გამოფხიზლდით ხალხნო ვერ ხედავთ რომ გაბოლებთ ეს არაკაცი, ეგ თავისი ჯიბის ფულით გაფინანსებთ გგონიათ, წავიდეს სადაც უნდა ფეროს ფულების მჭამელი. იწუწუნებს ეხლა და მერე გამოჩნდება ფული და ისევ დაიწყებს გუნდი თამაშს და ყოველი სეზონის დაწყების წინ იგივე გამეორდება. არ დაიღალეთ ამის ტყუილებით!?
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ფეროდან ზესტა არ ფინანსდება, იქ კოკაიას წილი არ აქვს. წილი აქვს ფიფიას ფეროში და ფინანსდება დინამო.
აზროვნების უნარი ვისაც აქვს და წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია, ყველა მიხვდება რომ გამგეობა ვერ ასრულებს ჯერჯერობით თავის სიტყვას
მასე არარის ყველაფერს თავის წესები აქვს იურიდიულათ.თუ კანონის გარეშე ჩაურიცხავენ სისხლის სამართლის დამნაშავები გამოვლიან.
კოკაიამ თქვა და ასრულებს თავის სიტყვას.ჩემს მიერ გადახდილი ფულით მოწინაამღდეგე გუნდს აფინანსებენო.რატომ უნდა გადავყარო ამდენი ფულიო და მართალიც არის ჩემი აზრით
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ნამდვილად საწყენია ზესტაფონისბამბავი.ვამბობდი და კიდევაც დაამტკიცა კოკაიამ რა არაკაციც ყოფილა.
ზოგიერთს ვითომ წყენს და თან შანსს არ უშვებს უკბინოს კოკაიას ერთ ადგილზე. ყველამ იცის რომ ეს გუნდი კოკაიას მეშვეობით არსებობდა და არსებოს. ზოგიერთი უნამოსუ არაკაცი ბოღმისგან ენას მაინც ვერ აჩერებს
ძალიან მეწყინა აშკარად ალამაზებდა ჩემპიონატს ზესტაფონი...
რუსტავის მეტალურგი საერთოდ უპატრონოდაა არც არ აფინანსებს და არც არავინ....ზესტაფონის ამბავი კი ძალიან მეწყინა......
ვეღარ გავიგე რა ხდება ყველა წუწუნებს და ბოლოს ანტალიაში გარბიან შეკრებებზე
აღარ დასრულდა ამ კლუბის გასაჭირი........
რა გახდა ამ 200 000ის ჩარიცხვა, მეტალურგი და ზესტაფონი ნამდვილად არ უნდა იყოს დაშლის პირას...
მეტალურგს გასაგებია, მეტალურგიულ ქარხანას რომელიც კლუბის ძირითადი დამფინასებელია სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს...