კატალონიის „ბარსელონას“ ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნება სურს. Mundo Deportivo წერს, რომ „ბლაუგრანამ“ ბრაზილიელ ნახევარმცველს 10-ნომრიანი მაისურიც შესთავაზა, რომლითაც 13 წლის განმავლობაში ლიონელ მესი თამაშობდა.
რონალდ კუმანი მიიჩნევს, რომ კოუტინიოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არგენტინელი თავდამსხმელის წასვლის შემდეგ, რადგან ის მეტ თავისუფლებას მიიღებს.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ კოუტინიო 2018 წელს „ლივერპულიდან“ 135 მილიონი ევროდ დაიმატა. გასულ სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ბარსელონაში“ ახლა წარსულში მესიმდე 10 ნომრით სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელები თამაშობდნენ - რონალდინიო და რივალდო.