ფეხბურთი

22:02 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: "მესი პსჟ-ს სუსტ წერტილებს ვერ აღმოფხვრის"

ტიერი ანრი „პარი სენ ჟერმენზე“ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბალანსის გარეშე პარიზულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება. მისი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ფრანგის განცხადებით, ლიონელ მესის ტრანსფერის მიუხედავად, პსჟ-ში სუსტი წერტილები რჩება.

„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბალანსი მთავარია. ყოველთვის ვლაპარაკობთ დიდ ფეხბურთელებზე, ბრწყინვალე თავდამსხმელებსა და შემტევ თამაშზე, მაგრამ ბალანსის გარეშე გუნდი ვერაფერს მიაღწევს. შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე წარმატებული გუნდები ცოტა გოლს უშვებენ. ცხადია, რომ ძალიან დიდ ფეხბურთელებთან ერთად სიტუაცია უფრო ადვილდება, მაგრამ პსჟ დღემდე ბევრ გოლს უშვებს. ეს არ ხდებოდა იმ „ბარსელონაში“, რომელიც ჩემპიონთა ლიგას იგებდა“, - თქვა ანრიმ ფრანგულ მედიასთან.

შეგახსენებთ, ტიერი ანრიმ და ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონაში“ თამაშის დროს, 2008-2009 წლების სეზონში მოიგეს.

0.11255