„ბარსელონას“ თავდამსხმელ მარტინ ბრაითვაითს ხელფასის გაზრდა სურს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
წყაროს ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ის ხელფასის მომატებას იმსახურებს, რადგან ლიონელ მესის წასვლის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა.
თუ ხელშეკრულების პირობები მარტინისთვის უკეთესობისკენ არ გადაიხედება, ის კლუბს სთხოვს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტას. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონაში“ ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელების ნაწილი ხელფასებს იკლებენ.
გასულ სეზონში დანიელმა 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველივე ტურში „სოსიედადთან“ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.