ფეხბურთი

19:32 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიამ "ლიოვენში" სადებიუტო გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა

ბელგიური „ლიოვენის“ რიგებში პირველი გოლი გაიტანა ლევან შენგელიამ. მან თავი „მეხელენთან“ ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა (2:1). ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმი მარცხენა ფლანგზე გაატარა, მეორე - მარჯვნივ.

შენგელიამ გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და თავის გუნდს მოეგბაში დაეხმარა. მატჩის შემდეგ კი მასზე კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა მარკ ბრისმა გააკეთა.

„ტამარის თამაში მარცხენა ფლანგზე უკვე ნანახი მქონდა, ასე რომ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია იქ. ამიტომაც, ლევანი გავამწესე ამჯერად მარცხნივ, ხოლო მუსა მარჯვნივ. ლევან შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელი და ჭკვიანი ბიჭია. ის უკეთესად თამაშობს მარჯვნივ, ვიდრე მარცხნივ. მას ჯერ კიდევ სჭირდება ბელგიის ჩემპიონატთან ადაპტირება, რადგან აქ უფრო ძალისმიერი თამაშია, ხოლო თურქეთში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. შენგელიას და რეზაეის გამო ბედნიერი ვარ და ამ ბიჭებისთვის კარგია, რომ გოლები გაიტანეს“, - თქვა ბრისმა.

შეგახსენებთ, ლევან შენგელია 2015-2017 წლებში ბელგიური „ტუბიცეს“ ღირსებას იცავდა და ბელგია მისთვის უცხო სულაც არ არის. ამის შემდეგ 25 წლის ჩვენებური სამხრეთ კორეაში, „დაეჟონის“ რიგებში თამაშობდა, ხოლო 2018-2019 წლებში „დინამო თბილისის“ მაისური მოირგო. 2019 წლიდან მან თურქული „ქონიასპორის“ რიგებში ითამაშა და 59 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. კარიერის საწყის ეტაპზე ლევანს „დილაში“, „ტორპედოსა“ და ფოთის „კოლხეთშიც“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ლიოვენი“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში, იუპილერ ლიგაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში ოთხი ტურის თავზე მე-17 ადგილზეა, რადგან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა - სამივე ფრე და ერთი წაგება. მეხუთე ტურში კი, 21 აგვისტოს, „ეუპენს“ დაუპირისპირდება.

0.112664