ფეხბურთი

18:55 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი რონალდუს "რეალში" შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კლუბის ხელმძღვანელობას კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება მოსთხოვა.

იტალიელი სპეციალისტი ესპანური გამოცემის, El Chiringuito-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.

„კრიშტიანუ „რეალის“ ლეგენდაა და მის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას ვაფიქსირებ, მაგრამ არასდროს მიფიქრია მის ტრანსფერზე. წინ ვიყურებით“, - დაწერა სოციალურ ქსელში აჩნელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ანჩელოტისთან ერთად „რეალში“ 2013-2015 წლებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115361