ფეხბურთი

17:10 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" ტამი აბრაჰამი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ინგლისელი ფეხბურთელი ტამი აბრაჰამი დიამატა. 23 წლის ფორვარდის სანაცვლოდ „ჯალოროსიმ“ ლონდონის „ჩელსის“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

აბრაჰამმა „რომასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „მგლების“ რიგებში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ტამი აბრაჰამი „ჩელსის“ აღზრდილია და 80 მატჩში 32 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ბრისტოლში“, „სუონსისა“ და „ასტონ ვილაში“, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 6 მატჩში მეტოქეთა კარი ერთხელ დალაშქრა.

0.159644