ქუთაისის „ტორპედოში“ 27 წლის ბერძენი ნახევარმცველი, ვასილის კარაგუნისი ითამაშებს - გვამცნობს ქუთაისური კლუბის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი. მისი ამპლუა უფრო მცველებთან მიახლოებული მარჯვენა ნახევარმცველია. თუმცა იტალიურ „რეჯინაში“ თამაშისას, მარცხენა მცველად ირჯებოდა.
ქვედალიგელ „რეჯინაში“ მან ერთი წელიწადი დაჰყო (2014-15) იჯარით და 20 მატჩი ჩაატარა. იტალიურ კლუბში ის „ოლიმპიაკოსს“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 2012-16 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ არცერთი მატჩი უთამაშია.
იცავდა „ირაკლისის“ (2016-17) და „პლატანიასის“ (2018-20) ღირსებას. 2020 წლიდან კი „ერმის არადიპუს“ ფეხბურთელი გახლდათ.
თავის დროზე უთამაშია საბერძნეთის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში.