ფეხბურთი

14:26 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარეა და სიმბოლურში მოხვდა

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა 20 წლის ქართველის თამაში 7.8 ქულით შეაფასა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ლა ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა, რაც დიდი აღიარებაა. მასთან ერთად ტურის საუკეთესო 11-ეულში ისეთი ფეხბურთელები შეიყვანეს, როგორებიც ანტუან გრიზმანი, ლუკა მოდრიჩი, ჟერარ პიკე და კარიმ ბენზემა არიან. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის.

გიორგი ლა ლიგამ პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა, ხოლო სიმბოლურში Mundo Deportivo-სა და Sofascore-ს ვერსიითაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა „ხეტაფესთან“ სადებიუტო მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, 4 სეივი შეასრულა, კარი მშრალად შეინახა და „ვალენსიას“ გამარჯვებაში (1:0) დიდი წვლილი შეიტანა.

0.130226