დამატებითი ახსნა ალბათ არ სჭირდება იმას, რომ წარმოდგენილ ფოტოებზე ასახული ქალბატონები ინგლისის ნაკრების ქომაგები არიან. ხოლო თუკი ამბავს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ეს ლამაზმანები ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მობურთალთა ცოლები არიან, რომლებმაც აწდასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქმრებისთვის მხარდაჭერა მათი მაისურების ჩაცმით და ერთობლივი ღრიანცელით გამოხატეს.
ამ ფეხბურთელების ცოლების ერთგვარი მოძრაობის ლიდერი და სულისჩამდგმელი, კირან ტრიპიერის ცოლი, შარლოტა ტრიპიერია, რომელსაც როგორც ჩანს იმდენად მოეწონა ევროპის ჩემპიონატზე ქმრებისთვის მხარდაჭერის ამგვარად გამოხატვა, რომ სხვა ფეხბურთელის ცოლებთან ერთად ორგანიზაცია “გამარჯვებისთვის“ დააარსა, სადაც შემდგომში უკვე წინასწარ დაიგეგმება ხოლმე სხვადასხვა ტურნირებსა თუ კონკრეტულ მატჩებში ქალთა ჩართულობა. ჰოდა, აბა ამ ქალებს ვინღა დაუდგება წინ?!