„მანჩესტერ სიტი“ ჰარი კეინს არ ეშვება. „ქალაქელები“ მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისასვე შეიძინონ „ტოტენჰემის“ კაპიტანი და მასში 120 მილიონი (141 მილიონი ევრო) გირვანქა გადაიხადონ - გვამცნობს ESPN.
თუმცა, „დეზების“ მფლობელი, დანიელ ლევი, კეინში 150 მილიონს ითხოვს. ჰარის ხელშეკრულების მიხედვით ჩრდილოლონდონურ კლუბთან კიდევ სამი წელი აკავშირებს, სატრანსფერო ფანჯარა კი 31 აგვისტოს იხურება.
თუ გარიგება განხორციელდა, „სიტი“ პრემიერლიგის ახალ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს. რეკორდი მანამდეც „ქალაქელებს“ ეკუთვნოდათ, როცა 12 დღის წინათ „ასტონ ვილადან“ ჯეკ გრილიში 100 მილიონ გირვანქად შეიძინეს.