სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა მარკაომ თანაგუნდელ კერემ აკტიურკოღლუს თამაშის დროს, მოედანზე სცემა.
ფეხბურთელებს „გირესუნსპორთან“ შეხვედრის 62-ე წუთზე მოუვიდათ კამათი, რის შედეგადაც მარკაომ მას სახეში გაარტყა. მსაჯმა ბრაზილიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და გააძევა, ხოლო ფათიჰ თერიმმა აკტიორკოღლუ შეცვალა. „გალათასარაიმ“ ინციდენტის მიუხედავად სეზონის პირველი თამაში 2:0 მოიგო.