ფეხბურთი

2:58 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: "წიტაიშვილისგან მეტს ველოდები და მეტი შეუძლია"

ოდესის „ჩერნომორეცის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი წიტაიშვილს. ქართველმა ფეხბურთელმა „მარიუპოლთან“ სტუმრად 90 წუთი ითამაშა და თავის გუნდს სეზონში პირველ გამარჯვებაში დაეხმარა (3:2).

მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი ოდესელთა მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა გააკეთა.

„მისგან მეტს ველოდებით, შეუძლია მეტი გააკეთოს, მაგრამ მისი დრიბლინგები დღეს შესანიშნავი იყო. როდესაც ფორმაში შევა, კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს“, - თქვა მოროზმა.

შეგახსენებთ, წიტაიშვილი „ჩერნომორეცში“ იჯარით თამაშობს. ოდესელები მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს. "ჩერნომორეცს" უკრაინის ჩემპიონატში ოთხ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული.

0.120651