ჭიდაობა

1:19 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ბრინჯაოს მედლის შანსი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ჭოლაძე (65 კგ), უფაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.

ძირითად ბადეში, თურქი ბურაკ შინინის ძლევის შემდეგ, ჭოლაძე მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ზირადინ ბაირამოვთან დამარცხდა. ბაირამოვმა ფინალის საგზურიც მოიპოვა და ქართველ მოჭიდავეს საპრიზო სამეულს ორი შეხვედრის მოგება აშორებს.

დღეს, რეპეშაჟის ნახევარფინალში, გიორგი ჭოლაძე ტაჯიკ მუსტაფო ახმედოვს დაუპირისპირდება. მოგების შემთხბვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ამერიკელ ბო რეინალდ ბარტლეტს შეხვდება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.137908