„პარი სენ ჟერმენში“ ლიონელ მესის დებიუტი სავარაუდოდ 29 აგვისტოს შედგება. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში მხოლოდ 5 დღის წინ დაიწყო და ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება.
როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მაურისიო პოჩეტინო მესის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „რეიმსის“ წინააღმდეგ ათამაშებს.
შეგახსენებთ, ლიონელ მესი „ბარსელონადან“ პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ლიგა 1-ში ორი ტური უკვე მიილია და პარიზელებმა ჯერ „ტრუას“ მოუგეს (2:1), მერე კი „სტრასბურს“ (4:2).