ფეხბურთი

20:52 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაითვაითი: "ზოგს ლაპარაკი უყვარს, მე კი მოედანზე ვსაუბრობ"

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა მარტინ ბრაითვაითმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკოსებს უპასუხა. დანიელმა „სოსიედადთან“ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (4:2).

“ზოგს უყვარს ლაპარაკი, მე კი მოედანზე ვსაუბრობ“, - დაწერა სოციალურ ქსელში დანიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგის მეორე ტურში 21 აგვისტოს, „ბილბაოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.113167