ფეხბურთი

19:35 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ პოგბას დამატებას უფასოდ და მაღალი ხელფასის ხარჯზე აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა მომდევნო წელს „პარი სენ ჟერმენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

ლიონელ მესის, ჯანლუიჯი დონარუმას, ჟორჟინიო ვეინალდუმისა და სერხიო რამოსის უფასოდ დამატების შემდეგ პარიზელთა მიზანია პოგბას უფასოდ ხელში ჩაგდებაა. ფრანგ ნახევარმცველს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და ფრანგული კლუბი ამით სარგებლობას აპირებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, პსჟ მზადაა პოგბას კვირაში 600 000 ევრო გადაუხადოს, თუ „მანჩესტერთან“ კონტრაქტს არ განაახლებს და პარიზელებს მისი დამატება უფასოდ შეეძლებათ. შედეგად, პსჟ პოგბას ტრანსფერს მომდევნო ზაფხულში უმიზნებს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აქედანვე იწყებს.

შეგახსენებთ, პოლ პოგბას კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიწყო, საიდანაც 2012 წელს უფასოდ „იუვენტუსში“ გადავიდა. 2016 წელს „წითელმა ეშმაკებმა“ მასში იტალიურ გრანდს 105 მილიონი ევრო გადაუხადეს. ახლა კი, ინგლისურმა კლუბმა შესაძლოა ფრანგი ნახევარმცველი უსასყიდლოდ მეორედ დაკარგოს.

0.139889