ფეხბურთი

13:00 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონმა გადაწყვეტილება შეცვალა და "ლივერპულთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინგლისური „ლივერპული“ გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. "წითლებთან" მას ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და მის გაგრძელებას არ გეგმავდა, თუმცა ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდგომ ინგლისელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის თანახმად, ფეხბურთელი მიიღებს გაუმჯობესებულ ფინანსურ პირობებს, რომელიც სამწლიანი კონტრაქტისთვის იქნება გათვლილი და მხარეებს კიდევ ერთი სეზონის დამატების შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა, რაც სხვადასხვა სახის ტრავმებით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში ჰენდერსონმა ერთი გოლი და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

0.114172