ფეხბურთი

0:22 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ლიონელ მესის გარეშე „ბარსელონამ“ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ლა ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო. რონალდ კუმანის გუნდმა „კამპ ნოუზე“, სადაც სხვათა შორის, ფანებიც დაბრუნდნენ, „სოსიედადს“ 4:2 აჯობა.

„ბარსამ“ მეტოქე აშკარად დაჯაბნა და ადვილადაც იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებში ნერვიულობა მაინც მოუწია. ანგარიში ჟერარ პიკემ გახსნა და „ბარსელონას“ ლოგოს ეამბორა. პირველი ტაიმის ბოლოს მარტინ ბრაითვაითმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში დანიელმა დუბლი შეასრულა.

პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ „სოსიედადმა“ 82-ე და 85-ე წუთებზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მიკელ ოიარსაბალის დიდებული საჯარიმო დარტყმა. ბასკებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ, მაგრამ მეტი ვეღარ გაახერხეს. უფრო მეტიც, მსაჯის კომპენსირებულ დროში კიდევ გაუშვეს, საბოლოო ანგარიში სერხი რობერტომ დააფიქსირა და მანამ ლოგოს აკოცა, რაც გასაგებია, რთულ დროს მშობლიურ კლუბს მხარში უდგანან. სხვათა შორის, ბრაითვაითმა დუბლს საგოლე პასიც დაამატა.

ამრიგად, „ბარსელონამ“ 2021-2022 წლების სეზონი კარგად დაიწყო და უნდა ითქვას ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო აკლდა, რაც კატალონელთა პოტენციალს მომავალში აუცილებლად გაზრდის.

„ბარსელონა“ – „სოსიედადი“ 4:2 (3:0)

გოლები: 1:0 პიკე (19), 2:0 ბრაითვაითი (45), 3:0 ბრაითვაითი (59), 3:1 ლობეტე (82), 3:2 ოიარსაბალი (85), 4:2 სერხი რობერტო (90)

0.187514