ფეხბურთი

23:44 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელთან" მატჩის დროს "ბორდოს" ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა

ჟირონდას „ბორდოს“ თავდამსხმელმა სამუელ კალუმ გონება თამაშის დროს, მოედანზე დაკარგა. ლიგა 1-ის მეორე ტურში „მარსელის“ წინააღმდეგ 23 წლის ფეხბურთელი უგონოდ დაეცა და ყველა შეაშინა.

თამაშის მეექვსე წუთზე ის ცოცხალ კედელში იდგა, როცა ძირს დაეცა და ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ ექიმებს უხმეს. კალუ გონზე მალევე მოვიდა, მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა და შემდეგ უკან სათამაშოდ დაბრუნდა. თუმცა, მე-14 წუთზე ვლადიმირ პეტკოვიჩმა შეცვალა.

საინტერესოა, რომ მას მსგავსი უსიამოვნო ინციდენტი მეორედ შეემთხვა. პირველად 2019 წელს, ნიგერიის ნაკრებში ყოფნის დროს, როცა ეგვიპტეში ეროვნულ გუნდში ვარჯიშობდა. ეს ივნისში მოხდა და გულის წასვლა მაღალ ტემპერატურას დაბრალდა.

სამუელ კალუ „ბორდოში“ გადასვლამდე ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო.

0.114569