ფეხბურთი

21:35 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტევან იოვეტიჩის უნიკალური მიღწევა

ბერლინის „ჰერტაში“ სტევან იოვეტიჩს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა და ბუნდესლიგის პირველივე ტურში „კიოლნთან“ გოლი გაიტანა, რითაც რეკორდის ავტორი გახდა.

იოვეტიჩი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ყველა ტოპლიგაში (ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, ლიგა 1, ლა ლიგა და სერია A) აქვს გოლი გატანილი. ამ მიღწევისთვის მონტენეგროელს ბუნდესლიგაში გოლი აკლდა და სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდა ბუნდესლიგაში პირველი თამაშში გოლი რომ გაეტანა.

სერია A-ში „ფიორენტინას“ და „ინტერის“, ლა ლიგაში „სევილიას“, პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“, ლიგა 1-ში „მონაკოსა“ და ბუნდესლიგაში „ჰერტას“ მაისურით შეძლო თავის გამოჩენა.

ვთქვით, რომ ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, ვინც ეს შეძლო, ისტორიაში კი მის გარდა, მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს იგივე მიღწევა - რუმინემმა ფლორინ რადუჩიონიუმ მოახერხა მანამდე ევროპის ყველა ტოპლიგაში გოლის გატანა.

0.137685