ფეხბურთი

19:36 | 15.08.2021 | ნანახია NaN - ჯერ

სალაჰის აგენტი "ლივერპულის" შეფებზე: "იმედი მაქვს, თამაშს უყურეს"

„ლივერპულის“ თავდამსხმელის მოჰამედ სალაჰის აგენტმა რამი აბას ისამ კლუბის ხელმძღვანელობის ყურადსაღებად სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

„იმედი მაქვს, უყურებენ“, - დაწერა მან და ასე გამოეხმაურა სალაჰის თამაშს „ნორვიჩ სიტისთან“ (3:0) მატჩში ეგვიპტელის პერსფორმანსზე.

„ნორვიჩთან“ სალაჰმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. მას „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და აგენტმაც სწორედ ეს იგულისხმა, რადგან ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068813