ფეხბურთი

18:25 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ მონხილი: "მამარდაშვილი კურტუას ჰგავს, ვურჩევ, რომ არ მოდუნდეს"

„დინამო თბილისის“ ყოფილმა მცველმა ვიქტორ მონხილმა ესპანურ გამოცემა As-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილზე საუბარს დაეთმო.

ესპანელი გიორგის თანაგუნდელი „დინამო თბილისში“ იყო და მას კარგად იცნობს. ამიტომაც, ცნობილ ესპანურ გამოცემას მამარდაშვილის შესახებ ვრცლად ესაუბრა.

- რას გვეტყვი მამარდაშვილზე?

- ის ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ძალიან ნათელი მომავალი აქვს და ეს შესაძლებლობა სჭირდებოდა. საქართველოს დატოვება და ევროპულ ფეხბურთში თავის გამოჩენა. ესპანეთში გაცილებით გაიზრდება, ვიდრე სხვა ქვეყანაში რომ წასულიყო.

- გიკვირთ, რომ პრაქტიკულად ერთ თვეში „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა?

- გასაკვირია, რადგან ის ისეთ დიდებულ გუნდშია, როგორც „ვალენსიაა“, სადაც შედეგებს დაუყოვნებლივ ითხოვენ. ასევე მიკვირს, რომ ეს არის დონე, რომელიც მისი კომფორტის ზონის მიღმაა, მაგრამ ძალიან კარგად თამაშობს. ის არის თავდაჯერებული და ამის ხარჯზე ახერხებს კლუბს სწრაფად მოერგოს.

- როგორ დაახასიათებთ?

- მიუხედავად მისი სიმაღლისა, ის არის წრაფი მეკარე. ხარვეზი, რომელსაც ხშირად ვხვდებით მაღალ მეკარეებში, არის დაბალი ბურთელი, მაგრამ ის ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგია, რადგან სწრაფია. ახალი თანამედროვე მეკარეების პროტოტიპია, ფეხით კარგად თამაშობს. ვალენსიელი ფანებისგან ზეწოლა არის, მაგრამ ამას უმკლავდება და თავს კომფორტულად მალე იგრძნობს. ის ცივსისხლიანი მეკარეა.

- როგორც ფიქრობთ, გაუჭირდება ესპანეთთან ადაპტირება?

- არა, ის ჩემთან და ჩისკოთან ურთიერთობდა და იცის, როგორია ესპანელი ადამიანი. ძაიან მარტივად მოერგება ამ გარემოს. ის პატარა, მორცხვი ბიჭია, რაც სხვებს მისდამი სიყვარულით განაწყობს. ის არის გუნდური ფეხბურთელი და ძალიან კარგი თანაგუნდელი.

- სწრაფად ისწავლის ესპანურ ენას?

- რა თქმა უნდა, უკვე იცის რამდენიმე სიტყვა, რადგან ჩემთან და ჩისკოსთან უწევდა ესპანურად კონტაქტი.

- რომელ მეკარეს შეადარებდით?

- შესაძლოა კურტუას მსგავსი იყოს. ის ტიპიური მაღალი მეკარეა, რომელსაც სწრაფი რეაქცია აქვს და ბურთის კონტროლი შეუძლია. იცის, რომ მისი სუსტი წერტილი შეიძლება იყოს დაბალი ბურთები, მაგრამ ეს იცის და ამაზე ბევრს მუშაობს.

- რას ურჩევდით?

- ვიცნობ ქართველებს და ვეტყოდი, რომ არ მოდუნდეს, გააგრძელოს მუშაობს. ის ადვილი არ არის ესპანეთში ჩამოსვლა, არამედ დარჩენა. მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ყოველ შაბათ-კვირას, „ვალენსიაში“ მოთხოვნები მყისიერია და ერთმა ჩავარდმა შეიძლება დაგაზაროს.

- შეეფერება ბორდალასის სათამაშო სტილს?

- ვუყურებდი „ხეტაფეს“ თამაშებს, რადგან იქ მეგობრები მყავს. დავიდ სორია ახალგაზრდა იყო, მაგრამ ენდობოდა. ვფიქრობ, არ შეცვლის გადაწყვეტილებას და მამარდაშვილი ძირითადის მეკარე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101418