ფეხბურთი

18:58 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "არ გამიგია, რომ ფანები მბაპეს უსტვენდნენ"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ფანების მხრიდან კილიან მბაპეს მისამართით სტვენაზე კომენტარი გააკეთა. თუმცა, არგენტინელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მას მსგავსი არაფერი გაუგია.

„ვფიქრობ, რომ კილიანი იმაზეა ორიენტირებული, თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე. მან ძალიან კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, მან ასე უნდა გააგრძელოს. დიდებულია, რომ გულშემატკივარი სტადიონზე დაბრუნდა, ამ მომენტს წელიწადნახევარზე მეტი ველოდით. ფეხბურთი სულ სხვანაირია მაყურებლებთან ერთად, მე არ გამიგია, რომ ისინი მბაპეს უსტვენდნენ“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, ფანებმა მბაპეს „სტრასბურთან“ მატჩის დაწყებამდე დაუსტვინეს. თამაში პსჟ-მ 4:2 მოიგო, ხოლო ფრანგმა შემტევმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114013