ფეხბურთი

16:14 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერდ მიულერი გარდაიცვალა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ხანებში გაუარესდა და 15 აგვიტოს, დილას, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„გერდ მიულერის გარდაცვალების ამბავი ყველას ძალიან გვაწუხებს. ის „ბაიერნის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა, მისი მიღწევები დღემდე შეუდარებელია და სამუდამოდ იქნება კლუბისა და გერმანული ფეხბურთის დიდი ისტორიის ნაწილია. როგორც პიროვნება და ფეხბურთელი, გერდ მიულერი წარმოადგენს „ბაიერნს“ და მან უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბის განვითარებაში. გერდი ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში“, - აღნიშნა „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა.

გერდ მიულერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირია და 1970 წელს „ოქროს ბურთიც“ მოიგო.

მან მიუნხენის „ბაიერნში“ 605 მატჩში 563 გოლი გაიტანა, ხოლო გერმანიის ნაკრების მაისურით 68 გოლის გატანას მხოლოდ 62 თამაში მოანდომა. ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ გერდ მიულერი საოცარი გოლეადორი იყო და მეტსახელიც შემთხვევით არ მიუღია: „ერის ბომბარდირი“.

გერდ მიულერი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ასევე სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ოთხჯერ კი - ბუნდესლიგა. გერმანიის ბუნდესლიგის ისტორიაში გერდი დღემდე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (365 გოლით).

0.117705