ფეხბურთი

15:46 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ესპანურმა „სევილიამ“ შვედეთის ნაკრებისა და ბრემენის „ვერდერის“ მცველი ლუდვიგ აუგუსტინსონი დაიმატა. ანდალუსიელთა ვებგვერდის ცნობით, 27 წლის მცველმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

აუგუსტინსონი „ვერდერში“ 2017 წლიდან თამაშობდა, მაგრამ „მუსიკოსები“ გასულ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდნენ და ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწია.

მას თავის დროზე „გიოტებორგსა“ და „კოპენჰაგენშიც“ უთამაშია. გამოცდილ მცველს შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.117056