ვეტერანი ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ანტვერპენში“ გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელმა ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ნაინგოლანი სწორედ ანტვერპენშია დაბადებული და მშობლიური ქალაქის კლუბს ბედი 2 წლით დაუკავშირა. აღსანიშნავია, რომ მას ბელგიის ჩემპიონატში აქამდე არასდროს უთამაშია. ჯერ კიდევ 2005 წელს გადაბარგდა იტალიაში და სწორედ იქ თამაშობდა მიმდინარე ზაფხულამდე.
რაჯამ თავის დროზე „პიაჩენცას“, „კალიარის“, „რომასა“ და „ინტერის“ რიგებში ითამაშა, ბელგიის ნაკრებში კი 30 თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა.