ფეხბურთი

12:18 | 15.08.2021 | ნანახია 295 - ჯერ

დიეგო კოშტა ბრაზილიაში დაბრუნდა

ბრაზილიურმა „ატლეტიკო მინეირომ“ დიეგო კოშტა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და 32 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

დიეგო კოშტა ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და რამდენიმე თვე უგუნდოდ იყო.

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, სამშობლოში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა. მას თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა საზღვარგარეთ აქვს გატარებული.

თავის დროს კოშტას „პენაფიელის“, „ბრაგას“, „სელტას“, „ალაბასეტეს“, „ვალიადოლიდის“, „რაიო ვალეკანოს“, „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ რიგებში უთამაშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:03 | 15.08.2021
O. Mertskhali (8101)

შავ-თეთრი ფოტო რა არი?! - მეთქი რაღაც მოხდა..

0.072423
1900