მილანის „ინტერმა“ ედინ ჯეკოს და დენზელ დუმფრისის ტრანსფერები დაადასტურა. ბოსნიელის შეძენა იტალიურ კლუბს 2 მილიონი ევრო, ხოლო ნიდერლანდების 15 მილიონი ევრო დაუჯდა.
ჯეკო 2015 წლიდან „რომაში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე სახელი „ვოლფსბურგსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ გაითქვა. ედინმა „ინტერში“ რომელუ ლუკაკუ უნდა შეცვალოს. მან "ნერაძურისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დენზელ დუმფრისი „ინტერს“ პსვ ეინდჰოვენიდან შეუერთდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 25 წლის ფეხბურთელს როტერდამის „სპარტასა“ და „ჰერენვეენშიც“ უთამაშია. მან განსაკუთრებულად კარგად ევრო 2020-ზე ითამაშა, სადაც 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.