ფეხბურთი

23:20 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის რეკორდი, ბედნიერი ჩისკო და სიგიჟე „ოლდ ტრაფორდზე“

შესანიშნავად დაიწყო სეზონი გასული ტურნირის ვიცე-ჩემპიონმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა.“ მათ ვარდების დერბიში „ლიდსი“ გაანადგურეს. ეს ქალაქები ხომ ახლოსაა ერთმანეთთან, მეზობლური შუღლიც საუკუნეების დაწყებულია, რომელიც შემდეგ ფეხბურთშიც აისახა და ახლა „ლიდსი“ მთლად „ლივერპულივით“ არა, მაგრამ არც ნაკლები „მტერია.“

„ოლდ ტრაფორდი“ 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად გაივსო. 72 ათასი მაყურებელი გულიანად ქომაგობდა „იუნაიტედს“ და ფეხბურთელებმაც არ დააღალატეს გულშემატკივრები. თუმცა ეს მეორე ტაიმში მოხდა. პირველში კი მანკუნიანელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანეს (ბრუნუ ფერნანდეში) და მეორეს დასაწყიში საკუთარ კარშიც მიიღეს გოლი (ლუკ ეილინგი).

აი, ეს კი აღარ უნდა ექნათ ლიდსელებს. 8 წუთის ინტერვალში მანჩესტერელებმა სამჯერ დაამწუხრეს იორკშირელები. მალევე კიდევ ერთი მიაყოლეს (ფრედი) და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, რამდენიმეს კიდევ დაამატებდნენ.

ჯამში, სამჯერ გაიტანა პორტუგალიელმა ფერნანდეშმა. ესეც სეზონის პირველი ჰეთ თრიქი. პოლ პოგბამ კი 4 (!) საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს უკვე იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, რაც ფრანგს გასულ სეზონში ჰქონდა.

შედგა ჯეიდონ სანჩოს დებიუტიც. თამაშის წინ კი „იუნაიტედმა“ კიდევ ერთი ფრანგი ახალწვეული, რაფაელ ვარანი წარადგინა, რომელშიც მადრიდის „რეალს“ 42 მილიონი გირვანქა გადაუხდა. მოკლედ, „ოლდ ტრაფორდზე“ დიდი მხიარულება იყო.

არ გაუმართლა პრემიერლიგურ დებიუტში „კრისტალ პალასის“ ახალ დამრიგებელს, ოდინდელ ფრანგ ჩემპიონ პატრიკ ვიეირას. მისი მეტოქე სამიოდ დღის წინათ, უეფას სუპერთასის მომგები „ჩელსი“ იყო. „არისტოკრატებს“ ამჯერად დიდი ძალისმევა არ დასჭირვებიათ სამი ქულის მოსაპოვებლად.

სამაგიეროდ ისტორიას წერს თბილისის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი, მისმა „უოტფორდმა“ „ასტონ ვილა“ დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა. უოტფორდელები უგრილიშო მეტოქეს 67-ე წუთისთვის 3:0 უგებდნენ. თუმცა ბოლოსკენ ცოტა აირივნენ და ორი საპასუხო გოლი გაუშვეს. მაგრამ მაინც გაიმარჯვეს და ესპანელი დამრიგებელი ძლიან გაახარეს.

„არაჩვეულებრივი მატჩი იყო. მიხარია ბიჭების გამო. ისინი ბევრს მუშაობდნენ და დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ასე უნდა გავაგრძელოთ.“ - უთხრა შემდეგ ჩისკომ ჟურნალისტებს.

იოლად მოუგო „ლივერპულმა“ „ნორვიჩს“ – 0:3. მოჰამედ სალაჰმა ორი საგოლე პასი შეასრულა, ჯერ დიოგუ ჟოტას გაატანინა, შემდეგ ბობი ფირმინოს. მესამე გოლი კი თავად შეაგდო და პრემიერლიგის რეკორდიც დაამყარა. ეგვიპტელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ზედიზედ ხუთ გახსნის მატჩში გაიტანა.

დაბოლოს, არ შეიძლება, არ ვთქვათ, ახალი სეზონის პირველ მატჩზეც, რომელიც პარასკევს გაიმართა და ხმაურიანი სენსაციით დამთავრდა. ელიტაში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებულმა „ბრენტფორდმა“ „არსენალს“ 2:0 მოუგო. თან დამსახურებულად. „ფუტკრებმა“ თამაშთაც აჯობეს „მეთოფეებს.“ სეზონის პირველი გოლი „ბრენტფორდის“ 24 წლის ესპანელმა შუახაზელმა სერხი კანიოსმა გაიტანა.

მოსწრებულად დაწერა დეილი მეილმა: ერთ მხარეს იდგა გუნდი რომელიც ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 74-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. მეორე მხარეს კი გუნდი, რომელიც „რეალთან“ და მისთანებთან ერთდ, სუპერლიგის ჩამოყალიბებას ცდილობდა. მათი გარჩევა შეუძლებელი იყო. მეტიც, მასპინძლები უფრო კარგი საცქერი იყვნენო...

ინგლისი

პრემიერლიგა. 1 ტური. 14 აგვისტო

მანჩესტერი - ლიდსი 5:1

მანჩეტსერი. „ოლდ ტრაფორდი“

1:0 ფერნანდეში (30), 1:1 ეილინგი (48), 2:1 გრინვუდი (52), 3:1, 4:1 ფერნანდეში (54, 60), 5:1 ფრედი (68)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ფრედი, მაკტომინეი (მატიჩი 69), პოგბა (მარსიალი 75), ფერნანდეში, ჯეიმსი (სანჩო 75), გრინვუდი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ლიდსი: მელიე, დალასი, კუპერი, სტრუიკი, ელინგი, კოხი, კლიხი, ჰარისონი (ელდერ კოშტა 69), როდრიგო (ფირპო 46), რაფინია, ბემფორდი (რობერტსი 77)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: შოუ (83); კუპერი (59), რაფინია (62)

ჩელსი - კრისტალ პალასი 3:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 ალონსო (27), 2:0 პულიშიჩი (40), 3:0 ჩალობა (58)

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა (ჯეიმსი 67), ჩალობა, კრისტენსენი, რუდიგერი, ჟორჟინიო, ალონსო (ემერსონი 86), კოვაჩიჩი, პულიშიჩი (ჰავერცი 82), მაუნტი, ვერნერი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, კუაიატე, გეხი, მიტჩელი, შლუპი (ანდერსენი 57), მკარტური, რიდევალდი (რაკ-საკი 77), ზაჰა, მატეტა (ბენტეკე 57), აიუ

მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება არ ყოფილა

ნორვიჩი - ლივერპული 0:3

ნორიჯი. „ქეროუ როუდი“

0:1 ჟოტა (26), 0:2 ფირმინო (65), 0:3 სალაჰი (74)

ნორვიჩი: კრული, აარონსი, გიბსონი, ჰენლი, იანულისი, რუპი, გილმორი, ლის-მელუ, რაშიცა (სარჯენტი 77), კანტუელი (დოუელი 86), პუკი (აიდა 77)

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ციმიკასი, ვან დეიკი, მატიპი, კეიტა, მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფაბინიო 61), ჟოტა (ფირმინო 61), მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: კანტუელი (53); მილნერი (25)

უოტფორდი - ასტონ ვილა 3:2

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

1:0 დენისი (10), 2:0 სარი (42), 3:0 ერნანდესი (67), 3:1 მაკგინი (78), 3:2 ინგზი (97 პენ)

უოტფორდი: ბახმანი, კეტკარტი, კაბასელე, ტროსტ-ეკონგი, მასინა, კუცკა (გოსლინგი 69), კლევერლი (დინი 79), სემა, ეტებო, დენისი (ერნანდესი 66), სარი

მწვრთნელი: ჩისკო მუნიოსი

ასტონ ვილა: მარტინესი, იანგი, მინგსი, თარგეტი (ჯეიკობ რემზი 46), კონსა, მაკგინი, ნაკამბა, ელ ღაზი (ლეონ ბეილი 60), ბუენდია (ტრაორე 72), კეში, ინგზი

მწვრთნლი: დინ სმიტი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: კუცკა (23), სემა (55), ეტებო (86); მინგსი (55)

ლესტერი - ვულვერჰემპტონი 1:0

1:0 ვარდი (41)

ბარნლი - ბრაიტონი 1:2

1:0 ტარკოვსკი (2), 1:1 მოპე (73), 1:2 მაკ ალისტერი (78)

ევერტონი - საუთჰემპტონი 3:1

0:1 არმსტრონგი (22), 1:1 რიშარლისონი (47), 2:1 დუკურე (76), 3:1 კალვერტ-ლიუინი (81)

13 აგვისტო

ბრენტფორდი - არსენალი 2:0

1:0 კანიოსი (22), 2:0 ნერგორი (73)

15 აგვისტო

ნიუკასლი - ვესტ ჰემი

ტოტენჰემი - სიტი

0.245545