ფეხბურთი

22:26 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „ნორვიჩი“ იოლად დაამარცხა

პრემიერლიგის პირველ ტურში „ლივერპული“ „ნორვიჩს“ ესტუმრა და 0:3 დაამარცხა.

26-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და მო სალაჰის პასით დიოგუ ჟოტამ გახსნა ანგარიში.

65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ, ისევ სალაჰის პასით მეორედ აიღო მასპინძელთა კარი.

79-ზე კი უკვე თავად სალაჰმა გამოიჩინა თავი - 0:3.

0.14553