ფეხბურთი

20:51 | 14.08.2021 | ნანახია 242 - ჯერ

„იუვენტუსი“ „სასუოლოს“ ლოკატელიში 35 მილიონს გადაუხდის

„სასუოლოს“ ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი, „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოსაა. კლუბები უკვე შეთანხმდნენ, სატრანსფერო თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს - გვამცნობს Tuttosport.

23 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში ჯამაგირად დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ლოკატელი იტალიის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.123256