ფეხბურთი

14:00 | 14.08.2021 | ნანახია 3112 - ჯერ

დი მარია: "რონალდუ მოკვდებოდა, ოღონდ პსჟ-ში ეთამაშა, მესიმ იბიცაზე მითხრა, რომ ჩვენთან მოდიოდა"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბევრ დიდ ფეხბურთელთან უთამაშია, მაგრამ მესის მსგავსი არავინ უნახავს.

ანხელმა ასევე თქვა, რომ კრიშტიანუ ალბათ პსჟ-ში ყოფნის სურვილით კვდება, რადგან ასეთ გუნდში თამაში ყველას უნდა.

„კრიშტიანუ რონალდუ აქ ყოფნის სურვილით ალბათ კვდება. ფეხბურთელების ხარისხი და რაოდენობა რაღაც უნიკალურია. ეს ხშირად არ ხდება კლუბებში და დიდებულ მოთამაშეებს ყოველთვის სურთ საუკეთესოებთან ყოფნა. კრიშტიანუს ნამდვილად სურს აქ ყოფნა, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ მესი დავიმატეთ და ასე ბევრად უკეთესია.

მესი სხვა კატეგორიისა. ის სხვებზე ადრე ფიქრობს, მსგავსი არაფერი მიანხავს. მე ვითამაშე კრიშტიანუსთან, ნეიმართან, მბაპესთან, რუნისთან, ვან პერსისთან, ბენზემასთან, იბრაჰიმოვიჩთან, ბეილთან ერთად და გულწრფელად გითხრათ, მესის მსგავსი არაფერი მინახავს. ლეო უნიკალურია. გულწრფელად, ჩემთვის მასთან თამაში ძალიან ადვილია. თუ გარბიხარ, ის პასს გაძლევს და ბურთს ფეხში იღებ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის მოედანზეც. ვფიქრობ, მესი თავს აქ უკეთესად იგრძნობს, ვიდრე კატალონიაში. მისი წყალობით ყოველ ვარჯიშზე 200 ადამიანი მოდის. მან იბიცაზე მითხრა, რომ „ბარსელონასთან“ ყველაფერი დასრულებული იყო და ყველაფერს გააკეთებდა აქ მოსასვლელად. შეიძლება ცუდი დღეები გამოიარა, მაგრამ ახლა ჩვენ ბედნიერები ვართ. ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს მესისთან ერთად, ეს ადვილი არაა, მაგრამ გვყავს სტაფი, რომელსაც შეუძლია დიდი გუნდის შექმნა და ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს.

აგუეროსაც თავის მოკვლა სურს (იღიმის), მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტრავმირებულია. რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს და ეს ძალიან სამწუხაროა“, - თქვა დი მარიამ.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:50 | 14.08.2021
fidofido (3392)

აი ეს რა პონტია ერთი ადგილის ლოკვას რომ იწყებენ ეთქვა ორივე მაგარიაო როგორც ადრე იძახდა. ასე გასაზიზღრება და და ვითომც დამცირება კაცობა ჰგონიათ ამათ?

17:24 | 14.08.2021
Bacho-Cr7real madrid (5443)

ეს ქვეშაფსიაროგორიჯა.მული დარბოდა ევროზე ბრუნო

16:58 | 14.08.2021
Kobe Bean (21683)

ქომაგის დაბრუნებაც როგორ მოუხდა პრემიერლიგას,სულ სხვა ფეხბურთია

16:56 | 14.08.2021
Kobe Bean (21683)

პოგბამ 4 საგოლე პასი გააკეთა,წინა სეზონში 3 ქონდა სულ))))ჯერ კიდევ არის დრო

16:47 | 14.08.2021
Kobe Bean (21683)

მანჩესტერს უყურებთ?მაგარი მეორე ტაიმია

16:28 | 14.08.2021
Bacho-Cr7real madrid (5443)

მაგარი ბო.ური კომენტარიამაგარისლეა დაფავიწყდა შედედისმუტწლმოტ.ნული ვინმოგაგებინალიგა? მანამდერეალშიროიყო კრიშტიანუს გაიზახოდადაწავიდა და შეუსაბამო.ურები მამენტ დიმარიასგანრაუნდა გაგიკვირდეს. ისე კი იცის დანზრეულიროაქმოუწევს სკამის ხეხვა

16:40 | 14.08.2021
Kobe Bean (21683)

ეგ 2014 წლის ლიგა ვინც მოაგებინა დიმარიას ის კი მიუვიდა პსჟ-ში ივლისში

16:32 | 14.08.2021
Bacho-Cr7real madrid (5443)

მამენტკიიცისროკრიშტიანუ ჯობია მარა არგენტინელობა არ აძლევს საშუალებას მესი უკან დაუყენოს

15:56 | 14.08.2021
EQUILIBRIUM (343)

თუ დიმკასი დაიჯერება ესეიგი დიდი აფიორა გაუთამაშებიათ კატალონიაში და ამით იხეირა ყველამ, ლაპორტამ მესი გამოიყენა მესიმ და ლაპორტამ ლა ლიგას გადააბრალეს ყველაფერი და დაგაზეს... ყოჩაღ სპექტაკლისთვის

15:50 | 14.08.2021
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)



ვაააააააააახ საღოლ დიმკააააა :დდდდდდდდ

კაი ვიცინე

მიაააააააააააააასვა პენალდოს

15:31 | 14.08.2021
Kobe Bean (21683)

კრისტინა მართლა შურისგან სკდება,მითუმეტეს დიმარია რას ამბობს დაუკვირდით,კრისტინას მოსვლას მესის მოსვლა ჯობდა ყველასთვისო)))გაისად კრისტინაც შეურთდება პსჟ-ს,დიმარია-მბაპე კი წავლენ,ორივეს უმთავრდება პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად და კრისტინასაც უმთავრდება კონტრაქტი იუვესთან ასევე გაისად.ხალიფა რისი ხალიფაა,ერთადერთი მაგას შეუძლია მესი-კრისტინა ერთად რომ ათამაშოს კარიერის ბოლოსკენ

14:47 | 14.08.2021
O.KANI (475)

შენი ჭორიკანა დედა მ....ან, აკი ლეომ ბარსაში დარჩენა მინდოდაო? ისე სამხრეთამერიკელები და პირტუგალიელები ფულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან

0.121159