ფეხბურთი

13:26 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" მესის ვალი აქვს - 52 მილიონი ევრო

კატალონიის „ბარსელონას“ ლიონელ მესის ვალი ჯერ კიდევ არ გადაუხდია. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება. ესპანური გამოცემის ცნობით, „ბლაუგრანას“ მესისთვის 52 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.

ეს არის ხელფასის დავალიანება. არგენტინელი მანამდე ვალის ნაწილ-ნაწილ დაფარვას დათანხდა, რაც კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ მოითხოვა. კლუბის ახალი ხელმძღვანელობა კი იმედოვნებს, რომ ახლა უკვე პსჟ-ს ფეხბურთელის ვალს 2021-2022 წლებში დაფარავენ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ აგრძელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.113073