ფეხბურთი

12:52 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესს "რეალის" პრემიერლიგაში გადაყვანა სურს

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავისი კლუბის ინგლისის პრემიერლიგაში გადაყვანის შესაძლებლობას სწავლობს. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, პერესი დაიღალა ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასთან კონფლიქტით.

„რეალის“ ხელმძღვანელობა ლა ლიგის მუშაობით დიდი ხანია უკმაყოფილოა, რასაც CVC საინვესტიციო ფონდთან გარიგების გამო არსებული კონფლიქტი დაემატა. ამიტომაც, მადრიდში დაფიქრდნენ და დაიწყეს სიტუაციის შესწავლა, არის თუ არა შესაძლებელი სხვა ლიგაში თამაშის უფლების მიღება.

პერესისთვის პრემიერლიგა მთავარი იდეაა, რაც კლუბისთვის მომგებიანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ინგლისში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით კლუბებს დიდი შემოსავალი აქვთ. ინგლისის ჩემპიონატში „რეალის“ გადასვლის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი ბრექსიტია.

რა თქმა უნდა, ამ იდეის სისრულეში მოყვანა ძალიან რთული და თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ფლორენტინო პერესი უკვე დიდი ხანია ფეხბურთში რევოლუციურ ცვლილებებზე მუშაობს და მიმდინარე წელს სუპერლიგაც დააფუძნა.

0.116954