NBA-ს საზაფხულო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა მესამე მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის „მილუოკი ბაქსი“ „მინესოტას“ დაუპირისპირდა და 64:91 დამარცხდა.
სანდრომ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს 25 წუთში 4 ქულით, 6 მოხსნით, 2 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. მამუკელაშვილმა 5-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
„მილუოკი ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 15 აგვისტოს „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.