ფეხბურთი

21:59 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში ლა ლიგის პირველ ტურში!

ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველ კიპერს დიდი ნდობა გამოუცხადა და "ხეტაფეს" წინააღმდეგ სასტარტოში გაამწესა.

აღნიშნული თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და "მესტალიაზე" გაიმართება. სწორედ ამ მატჩით გაიხსნება ლა ლიგის ახალი სეზონი. მამარდაშვილი 2001 წლის შემდეგ პირველი ქართველია, რომელიც ლა ლიგაში სასტარტოში ითამაშებს. ბოლოს ეს გიორგი დემეტრაძის შემთხვევაში მოხდა.

მას მერე, შოთა არველაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშეს ასევე ლა ლიგაში, მაგრამ ძირითადში - არა, მხოლოდ შეცვლაზე.

შეგახსენებთ, მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. მან 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა (სამი შეუცვლელად) და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი თამაში იტალიური „მილანის“ წინააღმდეგ ჰქონდა.

0.125676